თეგი: ცენტრალური აზია

ჩინეთის პრეზიდენტმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა და 5 შეთავაზება წარადგინა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან ონლაინსამიტი გამართა. ჩინეთის ლიდერმა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების პირობა დადო. ეს იყო პირველი შეხვედრა ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხუთ სახელმწიფოს მეთაურს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-მა სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით შეკრიბა. სი ძინპინის თქმით, ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ასჯერ გაიზარდა. წარმატებით დასრულდა სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე დიდი პროექტი, მათ შორის ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენი, ჩინეთი-ყაზახეთის ნავთობსადენი, ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ავტომაგისტრალი და ჩინეთი-ტაჯიკეთის ავტომაგისტრალი. "კონსულტაციების, ერთობლივი წვლილისა და საერთო პრინციპების ხელმძღვანელობით, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მზარდია და მას სარგებელი მოაქვს ცენტრალურ აზიაში. ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შექმნას კიდევ უფრო მჭიდრო ჩინეთი-ცენტრალური აზიის საზოგადოება საერთო მომავლით. ამ მიზნით, მინდა მოგმართოთ შემდეგი ხუთი წინადადებით: 1. ჩინეთი გააგრძელებს მოქმედებას მეგობრობის, გულწრფელობის, ორმხრივი სარგებლობისა და ინკლუზიურობის პრინციპით და იმუშავებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია და მოაწყოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა "ჩინეთს პლუს ცენტრალური აზია", სხვა დიალოგი და უზრულველყოს თანამშრომლობის მექანიზმები. ამ გზით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სოლიდარობას და ურთიერთნდობას, გავაღრმავებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და მივაღწევთ საერთო განვითარებასა და კეთილდღეობას.  ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით გარე ძალების მცდელობებს, მოახდინოს ფერადი რევოლუციები ცენტრალურ აზიაში, მტკიცედ ვეწინააღმდეგებით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას ადამიანის უფლებების საბაბით და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ძალას, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენი ექვსი ქვეყნის ხალხების მშვიდ ცხოვრებას. არც ისე დიდი ხნის წინ, ყაზახეთმა განიცადა დრამატული მოვლენები, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი და მატერიალური ზიანი. როგორც მეგობარი და მეზობელი, ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ყაზახეთს სტაბილურობის შესანარჩუნებას, ძალადობის შეჩერების მცდელობას და გააგრძელებს ყაზახეთის მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. ჩინეთს სჯერა, რომ პრეზიდენტ თოყაევის ძლიერი ხელმძღვანელობით, ყაზახეთის მამაც, შრომისმოყვარე ხალხს უკეთესი მომავალი ელის. 2. ჩინეთი მზადაა, გახსნას თავისი დიდი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ჩვენ შემოვიტანთ უფრო ხარისხიან საქონელსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს რეგიონის ქვეყნებიდან, გავაგრძელებთ ჩინეთ-ცენტრალური აზიის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ფორუმის ჩატარებას და ვეცდებით ვაჭრობის გაზრდას 70 მილიარდ აშშ დოლარამდე 2030 წლისთვის. ჩინეთი გთავაზობთ, შევქმნათ ჩვენს ქვეყნებს შორის ელექტრონული კომერციის თანამშრომლობის შესახებ დიალოგის მექანიზმი და საჭიროების შემთხვევაში სამრეწველო და საინვესტიციო თანამშრომლობის ფორუმის გამართვა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ნავთობისა და გაზის მილსადენების სტაბილური ფუნქციონირება, დავაჩქაროთ ჩინეთი-ცენტრალური აზიის გაზსადენის (D) ხაზის მშენებლობა, გავაფართოოთ თანამშრომლობა ენერგეტიკული ინდუსტრიის ხელშესაწყობად.  3. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ფარი მშვიდობის დასაცავად. მშვიდობა არის მისწრაფება, რომელსაც იზიარებს რეგიონის ყველა ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტერორისტულ, ექსტრემისტულ და სეპარატისტულ ძალებთან ბრძოლა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვრის მართვა და კონტროლი. ერთობლივი ოპერაციებით, ერთად ვიმუშაოთ რეგიონული უსაფრთხოების ქსელის გასაძლიერებლად.  4. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ტურისტული თანამშრომლობა. ჩინეთი ააშენებს პლატფორმებს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მათი ტურისტული რესურსების პოპულარიზაციისთვის და მზადაა, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა გახდეს ჩინელი ტურისტებისთვის მიმართულება. ჩინეთი გვთავაზობს ჩინეთ-ცენტრალური აზიის ხალხთა შორის მეგობრობის ფორუმის ჩატარებას და შეეცდება, რომ ხუთი ქვეყნის დაძმობილებული ქალაქების რაოდენობა გაზარდოს.  5. სულ ცოტა ხნის წინ, მე გამოვედი გლობალური განვითარების ინიციატივით გაეროს წინაშე და მოვუწოდე ერთობლივი ძალისხმევისკენ რისკებისა და გამოწვევების დასაძლევად. ასევე, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის წინსვლისკენ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა 500 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო დახმარებას გაუწევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს საარსებო პროგრამების მხარდასაჭერად და შესთავაზებს 5000 სემინარსა და ვორქშოფს, რათა დაეხმაროს ცენტრალური აზიის ქვეყნებს პროფესიონალთა მომზადებაში. ეს სფეროებია ჯანდაცვა, სიღარიბის შემცირება სოფლის მეურნეობის განვითარება, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროების გაძლიერება“, - განაცხადა სი ძინპინმა.  ცნობისთვის, ამ სამიტიდან ორი დღის შემდეგ, ასევე შედგა ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პირველი სამიტი. ონლაინსამიტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ჩაატარა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე, მას რეგიონული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უწოდა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრალურ აზიას ცენტრალური ადგილი უჭირავს ინდოეთის ხედვაში, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ და სტაბილურ, გაფართოებულ სამეზობლოს. ჩვენ ყველანი შეშფოთებულები ვართ ავღანეთში განვითარებული მოვლენებით. ამ კონტექსტში ასევე, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მოდიმ. ამ დროისთვის, ინდოეთის სავაჭრო ბრუნვა ცენტრალურ აზიასთან მცირეა, $2 მილიარდი. სახმელეთო კავშირის ნაკლებობა ვაჭრობის გაფართოების მთავარი დაბრკოლებაა, რადგან პაკისტანი არ აძლევს უფლებას ნიუ დელის, მისი ტერიტორიის გავლით მოხდეს წვდომა. მაგრამ ინდოეთი იმედოვნებს, რომ გამოიყენებს ირანის ჩაბაჰარის პორტს მარშრუტის გასაუმჯობესებლად. ირანს ფართო საზღვარი აქვს როგორც თურქმენეთთან, ასევე ავღანეთთან. ანალიტიკოსების თქმით, ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერების მიერ გამართული სამიტები ხაზს უსვამს რეგიონის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, სადაც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა გავლენები.    

თენგიხ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს, ქვეყნებს მისი გავლენის სფეროდან გასვლის საშუალება არ მისცეს

დასავლეთის მიერ დაწესებული მძიმე სანქციების ფონზე, რუსეთი მოკავშირეებს ეძებს. ამას საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფრიკული ტურნე მოწმობს. იმ დროს, როცა აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, ლავროვი ოფიციალურ შეხვედრებზე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მარცვლეულის კრიზისში დასავლეთი და მის მიერ დაწესებული სანქციებია დამნაშავე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკავშირეებს აფრიკაში ეძებს - BBC საგულისხმოა, რომ მანამდე, ჯერ ლავროვი და შემდეგ პუტინი სტუმრობდნენ მოკავშირე ირანს, სადაც ჩასვლამდე გავრცელდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი შესაძლოა, ემზადებოდეს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის. სერგეი ლავროვი ტაშკენტში ჩავიდა ლავროვმა ევრაზიული სივრცეც მოიცვა და 28 ივლისს უკვე უზბეკეთის დედაქალაქში ჩავიდა. აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი ხსენებული გარემოებები ექსპერტებს აძლევს დასკვნის საშუალებას, რომ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების შედეგად, რუსეთი რთულ ვითარებაშია და ეს ვითარება კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, რუსეთი ცდილობს, მოიპოვოს მეტი პარტნიორი და მეტი მხარდაჭერა. „ვგულისხმობ, სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებას, უპირველეს ყოვლისა, უზბეკეთთან სწორედ ეს თემებია, რადგან აქ არის უკვე ევრაზიული სივრცის მოდელი, რომელიც მოქმედებს და რუსეთი ცდილობს, რომ მისი გავლენის სფეროებში მყოფ ქვეყნებს (და, უზბეკეთი სამწუხაროდ, ასეთია) აქედან გასვლის საშუალება არ მისცეს, რადგან ეს ქვეყნები უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას; ეძებენ ალტერნატივებს; ეძებენ გადაზიდვების ალტერნატივებს და ამ შემთხვევაში, სწორედ ეს შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.   რუსეთი ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები მაქსიმალურად შეინარჩუნოს. გააფართოოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იმიტომ, რომ სანქციების გამო უამრავი პრობლემა შეექმნა. მისთვის ვითარება ყოველდღიურად მძიმდება“, - მიიჩნევს ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე. Europetime-თან ის ამბობს, რომ თავად ცენტრალური აზიის ქვეყნები დიდი ხანია, ცდილობენ რუსეთის გავლენის ზონიდან გამოვიდნენ. „ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, საუბარია ყაზახეთსა და უზბეკეთზე. არის თურქმენეთიც, თუმცა ეს ქვეყანა თავისი სტატუსიდან გამომდინარე არ არის ისე დემოკიდებული რუსეთზე, როგორც ეს ორი ქვეყანა და სიტუაციის არევის ნაკლები ბერკეტი აქვს რუსეთს თურქმენეთში, ვიდრე ამ ორ ქვეყანაში. ეს ქვეყნები არიან იმის ძიებაში, როგორ შეამცირონ თავისი დამოკიდებულება რუსეთზე, უყურებენ ალტერნატივებს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტები თურქმენეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი სწორი პოლიტიკური ნაბიჯთაგანი იყო, რომელიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, რადგან ეს ვითარება კიდევ უფრო წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის - საქართველო უნდა იყოს ძალიან აქტიური, მზად უნდა იყოს ახალი შეთავაზებისთვის და ცდილობდეს, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ამ ინტერესის კაპიტალიზაცია, რაც რა თქმა უნდა, ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ ფუნქციასაც; მიმზიდველობას და საბოლოო ჯამში, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფუნქცია უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი პარტნიორებისთვის. რაც უფრო მეტი დაინტერესებაა ამ დერეფნით, მით უფრო მეტად ვხდებით საინტერესო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დაინტერესებული, საქართველოს გავლით მოახდინონ ევროპაში ტრანსპორტირება. ამ დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვასრულებთ. მაშინ, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ალტერნატივების ძიებაში არიან, ჩვენ უნდა შევთავაზოთ ჩვენი შესაძლებლობები და მეორე მხრივ, ვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები. ახლა რომ ანაკლია გვქონოდა აშენებული, გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით“, - მიიჩნევს თენგიზ ფხალაძე.

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა - თურქული ანალიტიკური ცენტრი

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა.  Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის, ცენტრის ექსპერტის ემრაჰ კაიას თქმით, მარშრუტები, რომლითაც ევროპა ცენტრალურ აზიას უკავშირდება, ძალიან შეზღუდულია. „ამ დროისთვის, შუა დერეფანი გთავაზობთ უმოკლეს და იაფად მგზავრობის მარშრუტს ევროპისკენ. გეოპოლიტიკური პოზიციისა და ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით აზერბაიჯანს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის. როგორც კასპიის ზღვის დასავლეთით მდებარე ქვეყანას, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ყაზახეთთან და თურქმენეთთან“, - განაცხადა ემრაჰ კაიამ.  „უპირველეს ყოვლისა, სატრანზიტო მიმოსვლის მნიშვნელოვანი მოცულობა ხორციელდება პორტებით, როგორიცაა ალიატი აზერბაიჯანში, აქტაუ ყაზახეთში და კურიკი და თურქმენბაში თურქმენეთში. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური აზიის ენერგორესურსები, რომლებმაც შესაძლოა, უზრუნველყონ დაბალი ღირებულება, მსოფლიო ბაზარზე არასტაბილური სიტუაციის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროპისთვის“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. მისი აზრით, ამჟამად იზრდება აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური მნიშვნელობა ევროპისთვის, ვინაიდან ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ აზერბაიჯანის გავლით ცენტრალური აზიის რესურსებზე მიიღონ წვდომა.  

ევროკავშირის კვლევა: ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელის მოდერნიზაციისთვის 18,5 მილიარდი ევროს ინვესტიციაა საჭირო

ევროკავშირმა და EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი) ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევის წინსწარი შედეგები გამოაქვეყნა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN), რომელიც კვეთს სამხრეთ ყაზახეთს (მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მთლიანად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს.  გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ.  ეს ქსელი მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური დერეფანი“ (შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR ) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“( ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბოლოო ანგარიში 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევას, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს.

აშშ-მ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარებისთვის

აშშ ცენტრალურ აზიაში, მათ შორის მწვანე ეკონომიკაში მდგრადი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას აძლიერებს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ეს თავის მხრივ, მყარ საფუძველს შექმნის რეგიონისთვის, რათა განბლოკოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დინამიკური სავაჭრო დერეფნის მეშვეობით. 20 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს. „C5+1“ ფორმატი არის შუა აზიის ქვეყნებსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი მექანიზმი, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ, თეთრმა სახლმა C5+1-ის განცხადება გაავრცელა. „ჩვენ განზრახული გვაქვს, დავაჩქაროთ რეგიონული თანამშრომლობა და კავშირები. მივმართავთ ძალისხმევას ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ცენტრალურ აზიაში უფრო ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად, მათ შორის მუდმივ ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობისთვის. ჩვენ ვაპირებთ, გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების გასაუმჯობესებლად, აშშ-სა და ცენტრალური აზიის ბიზნესებს შორის ახალი კავშირების ხელშეწყობითა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის რეგიონალური ქსელის შექმნით, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები ტრენინგებს გაივლიან ინგლისურ ენასა და პროფესიულ განვითარებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო კერძო საწარმოთა ცენტრი (CIPE) - აშშ-ის სავაჭრო პალატის ფილიალი ასევე იმუშავებენ კერძო სექტორის ბიზნეს პლატფორმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც C5+1-ის დიპლომატიური პლატფორმას შეავსებს და აშშ-ცენტრალური აზიის ეკონომიკას გააძლიერებს. სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის ასევე აუცილებელია ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის - ე.წ. „შუა დერეფნის“, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ცენტრალური აზიის სამხრეთ აზიასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელების გაფართოება და განვითარება. C5+1-ს ეკონომიკური მიზნების განსახორციელებლად, პარტნიორობა გლობალური ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციებისთვის (PGI) შეაფასებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მასშტაბის შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და შუა დერეფნის დაკავშირებადობის დასაჩქარებლად. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, გამოვიყენოთ ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომლებიც ხელმისაწვდომია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, განვითარების საფინანსო კორპორაციის, აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, რათა მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურას PGI-ს პრიორიტეტებში, მათ შორის კრიტიკული მნიშვნელობის ტრანსპორტის, სუფთა ენერგიისა და კრიტიკული მინერალების მიწოდებისა და ციფრული კავშირის ჩათვლით. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ დიალოგს რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და განვიხილავთ კონკრეტულ ქმედებებს C5+1-ს ქვეყნებისთვის, რათა უზრუნველყონ ინკლუზიური, მდგრადი ეკონომიკური განვითარება USAID-ის C5+1 კავშირის მინისტერიალზე, ოქტომბერში. ჩვენ ასევე ვაპირებთ, გამოვიყენოთ პარტნიორობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ინვესტიციებს და ისეთ ბიზნესგარემოს, რომელიც უზრუნველყოფს C5+1-ს ქვეყნების ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ეს ასევე მოიცავს მსოფლიო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს, რათა წახალისდეს ინვესტიციები გლობალური გამოწვევების (როგორიცაა, კლიმატის ცვლილება) მოსაგვარებლად, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის კაპიტალის ზრდის მხარდაჭერით,“ - ნათქვამია განცხადებაში. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო  

ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის ლიდერმა განიხილეს თანამშრომლობა და კავშირები, როცა ბერლინი ცდილობს გავლენის მოპოვებას რეგიონში, რომელიც ტრადიციულად, რუსეთის დომინანტურ სფეროდ მოიაზრება. 29 სექტემბერს შოლცმა ყაზაზეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის პრეზიდენტებს და თურქმენეთის ყოფილ პრეზიდენტსა და სახალხო საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს უმასპინძლა. ერთი დღით ადრე, შოლცმა მოლაპარაკება ყაზახეთის პრეზიდენტ, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან გამართა მოლაპარაკება, რომლის დროსაც, გერმანიის კანცლერმა შეაქო ყაზახეთის ძალისხმევა, შეჩერდეს რუსეთისთვის უკრაინაში აგრესიის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა. თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო  

გერმანია და ცენტრალური აზიის ქვეყნები „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ

გერმანიამ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პარასკევს პირველი სამიტი გამართეს და შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს. კანცლერმა ოლაფ შოლცმა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ბერლინში გამართულ სამიტზე უმასპინძლა, რათა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებში თანამშრომლობა განეხილათ. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მისივე ცნობით, ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ გერმანიასა და ცენტრალურ აზიას შორის „სტრატეგიული რეგიონული პარტნიორობის“ დამყარებაზე შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგან. ისინი ასევე მიესალმნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ანგარიშს, რომელმაც მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება მოახდინა. ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალ წელს რეგიონში გერმანიის კანცლერისა და ცენტრალური აზიის ლიდერების მეორე სამიტი გაიმართება. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი  

ელექტროენერგიის ექსპორტის საკითხზე, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის პერსპექტივებზე, ბაქოში ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა, უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჯოარაბეკ მირზამაჰმუდოვმა, უზბეკეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა და ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა. ერთობლივი კომუნიკე ენერგიის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ელექტროენერგიის ექსპორტზე ერთობლივი საწარმოს შექმნაზე და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაზე. ერთობლივი კომუნიკეს მიხედვით, პროექტში მონაწილეობა რეგიონში მდებარე მესამე ქვეყნებსაც შეუძლიათ.  

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა

ევროკავშირი და ცენტრალური აზია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, შუა დერეფნის გავლით ტრანსპორტირების დროის შემცირებაზე მუშაობენ. ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. მან ეს განცხადება ბრიუსელში ევროკავშირი-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კავშირებისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. ევროკავშირმა, პარტნიორებთან ერთად, ჩაატარა კვლევა ცენტრალურ აზიასთან მდგრადი სატრანსპორტო კავშირების ანალიზის მიზნით. კვლევამ დაასკვნა, რომ ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც მოიცავს 11,000 კმ-ს, აქვს პოტენციალი მეტი ტვირთის გადასატანად. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია დერეფნის გარდაქმნა კონკურენტულ და სწრაფ მარშრუტად; ჩვენი რეგიონების დაკავშირება 15 დღეში ან ნაკლებ დროში,“ - აღნიშნა ვალდის დომბროვსკისმა. მისი თქმით, ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ევროპული და საერთაშორისო ფონდებიდან ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები განიხილავენ აუცილებელ ინვესტიციებს ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის უახლეს, მულტიმოდალურ და ეფექტურ მარშრუტად გადაქცევისთვის, რომელიც 15 დღის განმავლობაში დააკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ ფორუმს ესწრებიან ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნები და თურქეთი. სხვა მონაწილეები არიან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, ფინანსური ინსტიტუტები და კერძო სექტორი. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში 7 აპრილს გაემგზავრა. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ვიზიტი 13 აპრილს დასრულდება. „საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს  შედიან: კახა კახიშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; დავით მათიკაშვილი, თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ირაკლი მეზურნიშვილი, უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ანტონ ობოლაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი; სოზარ სუბარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.